სოლისიტორი, ბარისტერი და მრჩეველი

Updated: Jun 11

"1267 მიღებული კანონი "The Statute of Marlborough"რომლიც დღესაც ძალაშია"

დიდ ბრიტანეთში ორი სახის ადვოკატის პროფესია არსებობს რომლებიც საუკუნეებს ითვლიან. მხოლოდ ბრიტანული სისტემა მუშაობს საუკუნეები წყვეტის გარეშე დღემდე. ერთ ერთი უძველესი კანონი რომლის მუხლებიც დღესაც ძლაშია არის1267 მიღებული კანონი "The Statute of Marlborough".

კლიენტებთან ურთიერთობის დროს, სირთულეებია იმის გაგებაში, თუ რა განსხვავებაა სოლისიტორს, ბარისტერსა და საემიგრაციო მრჩეველს შორის. ასე რომ, ამის პასუხია: სხვაობა უფრო ნაკლებია ვიდრე მსგავსება სოლისიტორსა და ბარისტერს შორის. ხოლო მრჩეველი არ განეკუთვნება არც ერთ ამ ორთაგანს და ადვოკატის ხარისხი არ აქვს.


ვინ არის სოლისიტორი?

სოლისიტორობა საკმაოდ რთული პროფესიაა და მოიცავს ფართო სპექტრს სამართლებრივი დარგებისა. ჩვეულებრივ სოლისიტორი სპეციალიზირდება სამართლის რამოდენიმე დარგში, მაგალითად შრომით სამართალში, საოჯახო სამართალში და საემიგრაციო სამართალში. თუმცა ესა თუ ის სოლისიტორი შეიძლება იყოს მრავალი დარგის სპეციალისტი, თუ რა თქმა უნდა საამისო კომპეტენცია და უნარი აქვს, რომლიც აუცილებელი პირობაა ეთიკური სოლისიტორისთვის.

ვინ არის ბარისტერი?

ბარისტერი სოლისიტორის მსგავსად ადვოკატია რომლის ფუნქციებიც იდენტურია სოლისიტორისა, თუმცა ტრადიციულად ბარისტერი აღიქმება როგორც სასამართლოში საქმის წარმდგენი, რომელიც მოამზადა სოლისიტორმა. სხვაობა ამ ორ პროფესიას შორის მცირედია და ორთავეს შეუძლია საქმის წარმოება ყველა ეტაპზე. მრჩეველი კი არ განეკუთვნება ადვოკატის კატეგორიას და მხოლოდ ლიცენზირებულია ადვოკატის ფუნქციისა და სტატუსის გარეშე.

განსხვავევები!

სოლისიტორის კვალიფიკაცია:

სოლისიტორი კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელია იურიდიული განათლება, სრულ განაკვეთზე 3 წელი ანდა 5 წელი ნახევარ განაკვეთზე. იგივია ბარისტერისთვისაც საბაზისო უმაღლესი განათლება, ხოლო მრჩეველს არ სჭირდება რაიმე ფორმალური განათლება. იურიდიული განათლების შემდეგ აუცილებელია, პრაქტიკული ლეგალური კურსი (LPC), რომელის დასრულების შემდეგ 2 წლიანი პრაქტიკა ზედამხედველობის ქვეშ (Training contract). ამის წარმატებით დასრულებისას მიიღწევა სოლისიტორის სტატუსი.

შედარება და განსხვავება?

ადვოკატის სტატუსი მკაცრად კონტროლირებადი და დაცულია. დანაშაულს წარმოადგენს პირის მიერ ადვოკატის სახელის/წოდების გამოყენება სოლისიტორისა ან ბარისტერის თუ ის არ არის ასეთად ცნობილი და ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ასეთი შეზღუდვა აუცილებელია გამჭვირვალობისა და მაღალი ხარისხის შენარჩუნებისათვის.

დანაშაულს წარმოადგენს პირის მიერ ადვოკატის სახელის/წოდების გამოყენება სოლისიტორისა თუ ბარისტერის თუ ის არ არის ასეთად ცნობილი და ლიცენზირებული. ეს ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

მხოლოდ სოლისიტორი და ბარისტერი?

  1. რა თქმა უნდა არსებობენ კარგი მრჩევლებიც, თუმცა აუცილებელი სწავლებისა და მომზადების გარეშე სოლისიტორისა და ბარისტერის კვალიფიკაცია უდავოდ აღმატებულია.

  2. პასუხისმგებლობა რომელიც 6-7 წლის სწავლის შედეგია შეუდარებელია სხვა ტიპის მრჩევლებისთვის.

  3. სოლისიტორი/ბარისტერი არიან მკაცრად რეგულირებულნი.

  4. Law Society და Bar Council ყავს ყველა რეგულირებული ადვოკატი აღრიცხვაზე, რომლთა შემოწმება შესაძლებელია მათსავე ვებ გვერდზე.

34 views

Follow me

© 2019/20 by RU.
All rights reserved
 

Call

T: 02031376185

F: 07737264777

  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • White Google+ Icon